Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოშიმშილე პალესტნელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება


ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის თანახმად, საფრთხე ემუქრება ისრაელის ციხეში ტერირორიზმის ბრალდებით მყოფი მოშიმშილე პალესტინელის სიცოცხლეს. ხადერ ადნანი უკვე 55 დღეა საკებზე უარს ამბობს. ის ისლამური ჯიჰადის ორგანიზაციის წევრია. დააკავეს ადნანი დეკემბრის შუა რიცხვებში. ეს ყველაზე ხანგძლივი შიმშილობაა, რომელიც ოდესმე პალესტინელ მოქალაქეს გამოუცხადებია ისრაელის საპატიმროში. ისრაელის ორგანიზაცია, „ექიმები ადმიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის თქმით, თითქმის ორთვიანი შიმშილობის შემდეგ „პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“. ისრაელის კანონით, „ადმინისტრაციული დაკავება“ პირისა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის მატარებელია, ექვსი თვით და მეტი ხნით შეიძლება.
XS
SM
MD
LG