ბერლინში დღეს იხსნება,"ბერლინალე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალი გაიხსნება ფრანგი კინორეჟისორის, ბენუა ჟაკოს ფილმით „მშვიდობით, ჩემო დედოფალო“. სულ საკონკურსო ფილმების სიაში 18 ნამუშევარია. ბერლინის 62-ე კინოფესტივალის ჟიურის ბრიტანელი კინორეჟისორი მაიკ ლი თავმჯდომარეობს. ჟიურიში არიან სხვა ცნობილი მსახიობები და კინორეჟისორები, მათ შორის ირანელი ასღარ ფარჰადი, რომლის ფილმმა, "გაყრ"ა, შარშან მოიგო ბერლინალეს მთავარი პრიზი.
ყველაზე პოპულარული
1