Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრაქცია "ძლიერი საქართველო" შესაძლოა, დაიშალოს


საქართველოს პარლამენტში დაშლის საფრთხე შეექმნა ფრაქციას "ძლიერი საქართველო," რომელსაც დეპუტატი გია თორთლაძე ხელმძღვანელობს. პარლამენტის წევრმა როინ მარსაგიშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა, რომ ”ძლიერ საქართველოს” ტოვებს და უერთდება ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის." გადაწყვეტილების მიზეზად როინ მარსაგიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის მხარდაჭერა დაასახელა და განაცხადა, რომ ფრაქცია ”ძლიერი საქართველო” მმართველი ნაციონალური მოძრაობის დანამატად იქცა. ამ ბრალდებას გაუგებარი უწოდა ფრაქციის თავმჯდომარემ გია თორთლაძემ, რომლის განცხადებით, დღემდე მარსაგიშვილს მსგავსი პრეტენზია არ ჰქონია. პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად მასში მინიმუმ 6 დეპუტატის გაწევრიანებაა აუცილებელი. "ძლიერ საქართველოს", რომან მარსაგიშვილის ჩათვლით, დღემდე მხოლოდ ექვსი წევრი ჰყავდა.
XS
SM
MD
LG