Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერმა გადაწყვიტა გაიტანოს მომჭირნეობის რეფორმა


საბერძნეთის პრემირ-მინისტრმა, ლუკას პაპადემოსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს გაიტანოს მომჭირნეობის ახალი პროგრამა პოლიტიკური არეულობის მიუხედავად. პაპადემოსმა, პარასკევს ტელევიზიით თქვა, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, საბერძნეთმა, უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნა, რათა თავიდან აიცილოს გაკოტრება. მისი თქმით, კაბინეტის მინისტრებს, რომლებიც არ ემხრობიან ამ პოზიციას, არ აქვთ ადგილი მთავრობაში. თუ საბერძნეთი ვერ მიიღებს 130 მილიარდი ევროს კრედიტს, მას რამდენიმე კვირაში გაკოტრება მოელის. პარასკევს საბერძნეთში საყოფელთაო გაფიცვა დაიწყო.
ათენიდან იუწყებიან პოლიციელებსა და გაფიცვის მონაწილეებს შორის შეტაკების შესახებ. საბერძნეთში საჯარო და კერძო სექტორების პროფკავშირებმა დაიწყეს 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა მომჭირნეობის ახალი ზომების გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG