Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღვდელმონაზონი იონა თავისუფალია


ქართველი სასულიერო პირი, მღვდელმონაზონი იონა - რომელიც, გავრცელებული ცნობებით, გასულ თვეში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს - გათავისუფლებულია. თბილისში დაბრუნების შემდეგ სასულიერო პირი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. სააკაშვილის თანახმად, გათავისუფლების სანაცვლოდ არათუ გამოსასყიდი არ ყოფილა გადახდილი, არამედ "ამ ხალხმა საკადრისი მიიღო. ახლა ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ კიდევ დაგვჭიდება ალბათ ამის გაკეთება მომავალში". სასულიერო პირთან შეხვედრაზე - რომელიც ტელევიზითაც გადაიცა - სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის გასცემს პასუხს მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას. მღვდელმონაზონმა იონამ პრეზიდენტს მოუთხრო, რომ აფხაზეთში ის "კრიმინალების დაჯგუფებას" ჰყავდა დაკავებული, რომლებიც მას ამცირებდნენ - და მადლობა გადაუხადა მისი დახსნისთვის ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის. მანამდე, სასულიერო პირის გათავისუფლების შესახებ განცხადებით საგანგებო ბრიფინგზე გამოვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი. მისი თქმით, სამინისტრო ინტენსიურ ღონისძებებს ატარებდა სასულიერო პირის გათავისუფლების მიზნით და ამ ღონისძიებების შედეგად მისი ტყვეობიდან დახსნა მოხერხდა.
XS
SM
MD
LG