Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტს ხელმომჭირნეობის პაკეტის დასამტიცებლად ბოლო დღე აქვს


საბერძნეთის პარლამენტმა დაიწყო საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომების შემცველი პროექტის განხილვა. საკანონმდებლო ორგანომ პროექტი დღეს დღის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, რათა ქვეყანამ ევროკავშირისგან 130 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტი მიიღოს და დაგროვილი დიდძალი ვალები დაფაროს. პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადემოსი აცხადებს, რომ ამ ზომების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. შაბათს ის მოქალაქეების წინაშე ტელევიზიით წარსდგა და განაცხადა, ამ ზომებს თუ არ მივიღებთ, ამას „უკონტროლო ქაოსი და სოციალური აფეთქება“ მოჰყვებაო. საბერძნეთი უკვე მეხუთე წელია რეცესიაში იმყოფება. ხელმომჭირნეობის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მოსახლეობაში გულისწყრომას და პროტესტს იწვევს. ათენში შაბათს მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ხელმომჭირნეობის ზომების ბოლო პაკეტი ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის 22 პროცენტით შემცირებას და შრომის ბაზრის დერეგულაციას, რათა დაქირავებულების სამსახურიდან გათავისუფლება გაიოლდეს - ისევე, როგორც საგადასახადო და საპენსიო სისტემების რეფორმას.
XS
SM
MD
LG