ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ კვირას პალესტინელთა ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წევრები გააფრთხილა, არ წავიდნენ არანაირ კომპრომისზე ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ხამენეი „ჰამასს“ აფრთხილებს, ყურადღებით მოეკიდოს „წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებში კომპრომისებზე წამსვლელების შეღწევის შემთხვევებს - რაც საბოლოოდ ამ მოძრაობას დაასუსტებს“. ხამენეის განცხადების ფონია ღაზის სექტორის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ წარმომადგენლის, ისმაილ ჰანიეს ვიზიტი ირანში. მიმდინარე თვის დასაწყირში „ჰამასის“ ლიდერმა, ხალედ მეშაალმა პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც დროებითი მთავრობის სათავეში აბასს ნიშნავს. ამ მთავრობამ წელს დანიშნული არჩევნებისთვის უნდა ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები. ისრაელი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ირანს კი მის დამფინანსებელ და მისთვის იარაღის მიმწოდებელ ძალად.
ყველაზე პოპულარული
1