23 წლის ბრიტანელი მომღერალი - ადელი უკვე ტიროდა, როცა კვირას გამართულ ცერემონიაზე მას ”გრემის” მეექვსე პრემია გადასცეს. ადელმა პრემიები მიიღო წლის საუკეთესო სიმღერისა და საუკეთესო ალბომისთვის, აგრეთვე - წლის ჩანაწერისთვის, საუკეთესო სოლო შესრულებისთვის, საუკეთესო მუსიკალური ვიდეო-კლიპისთვის და საუკეთესო პოპ-ალბომისთვის ვოკალში. ადელმა მადლობა გადაუხადა თავის ექიმებს, რომლებმაც მას ”ხმა დაუბრუნეს”. გასული წლის ნოემბერში ადელს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მან ცერემონიაზე შეასრულა სიმღერა "Rolling in the Deep", რის შემდეგაც ფეხზე წამომდგარი პუბლიკა მას დიდხანს უკრავდა ტაშს. ”გრემის” 54-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე პრემია გადაეცათ ჯგუფ "Foo Fighters"-ის ვეტერან როკერებს, დაბსტეპის პროდიუსერს - სკრილექსს და ქანთრის სუპერვარსკვლავ - ტეილორ სვიფტს.
ყველაზე პოპულარული
1