Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მომჭირნეობის ახალი ზომები


საბერძნეთის პარლამენტმა მომჭირნეობის ახალ ზომებს მხარი დაუჭირა, რაც საჭირო იყო ქვეყნის მიერ მორიგი ფინანსური დახმარების მისაღებად. საბიუჯეტო ხარჯების მომჭირნეობის ზომებს შორის არის - ყოველი მეხუთე სამუშაო ადგილის შემცირება საჯარო უწყებებში და მინიმალური ხელფასის შემცირება ერთ მეხუთედზე მეტით. ამ რეფორმების სანაცვლოდ საბერძნეთი მიიღებს 130 მილიარდ ევროს, ფინანსური დახმარების სახით. ამ დახმარების მეშვეობით, საბერძნეთი შეძლებს ვალების დაფარვასა და დეფოლტის თავიდან აცილებას. მორიგი ფინანსური დახმარების მიუღებლობის შემთხვევაში, საბერძნეთს დეფოლტს უკვე მარტის თვეში უწინასწარმეტყველებდნენ. პარლამენტში მიმდინარე განხილვისა და კენჭისყრის პარალელურად, ათენში აღშფოთებულმა მოქალაქეებმა რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის ცნობით, 80-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, მათ შორის - 30 პოლიციელი. რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.
XS
SM
MD
LG