Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აპროტესტებენ ნატოს მოსამარაგებელი მარშრუტის გახსნას


პაკისტანის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები ხმამაღლა აპროტესტებენ ავღანეთში არსებული ნატოს ჯარების მომარაგების მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილებას. კარაჩიში გამართული საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეებმა მოუწოდეს პაკისტანს შეწყვიტოს თანამშრომლობა აშშ-სთან. დღევანდელი საპროტესტო მსვლელობა ორგანიზებული იყო დიფა ე პაკისტანის საბჭოს მიერ, რომელშიც 41 პარტიაა გაერთიანებული. ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მომდევნო მსვლელობას უკვე პარლამენტის შენობის წინ 20 თებერვალს გამართავენ, თუკი ხელისუფლება გახსნის ქვეყანაზე გამავალ მარშრუტს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩაიკეტა, აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფის მიერ შეცდომით 24 პაკისტანელი მესაზღვრის დახოცვის შემდეგ. ნატოს ჯარების მოსამარაგებელი მარშრუტის გახსნის მოთხოვნას პაკისტანის ხელისუფლების ზოგიერთი წევრი უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG