Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთში გენერალური პროკურორის გადაყენებას ითხოვენ


თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა განმეორებით გაუგზავნა წარდგინება ცხინვალის პარლამენტს, გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გასული წლის ნოემბერში თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კომპრომისულ შეთანხმებას, ოპოზიცის ლიდერ ალა ჯიოევასთან, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი გენერალური პროკურორის გადაყენებას ითვალისწინებდა, რაც ცხინვალის პარლამენტმა არ შეასრულა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ალა ჯიოევა, რომელიც 9 თებერვლის სპეცოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში აღმოჩნდა, რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ქალი პოლიტიკოსის მომხრეები აცხადებენ, რომ ალა ჯიოევას თავში ჩაარტყეს ავტომატის კონდახი, როდესაც მის შტაბ-ბინაზე სპეცრაზმმა იერიში მიიტანა.
XS
SM
MD
LG