ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიესალმა ევროპის პარლამენტის მიერ მომჭირნეობის ახალი ზომების მხარდაჭერას, რაც საჭირო იყო ქვეყნის მიერ მორიგი ფინანსური დახმარების მისაღებად. ამის შესახებ განაცხადა კავშირის ეკონომიკურ საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ოლი რენმა, რომელმაც „წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. საბიუჯეტო ხარჯების მომჭირნეობის ზომებს შორის არის - ყოველი მეხუთე სამუშაო ადგილის შემცირება საჯარო უწყებებში და მინიმალური ხელფასის შემცირება ერთ მეხუთედზე მეტით. ამ რეფორმების სანაცვლოდ საბერძნეთი მიიღებს 130 მილიარდ ევროს, ფინანსური დახმარების სახით. ამ დახმარების მეშვეობით, საბერძნეთი შეძლებს ვალების დაფარვასა და დეფოლტის თავიდან აცილებას. პარლამენტში მიმდინარე განხილვისა და კენჭისყრის პარალელურად, ათენში აღშფოთებულმა მოქალაქეებმა რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის ცნობით, 80-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, მათ შორის - 30 პოლიციელი. რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.
ყველაზე პოპულარული
1