Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში და ინდოეთში აფეთქებების მოწყობაში ისრაელი ირანს ადანაშაულებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი დაადანაშაულა ინდოეთსა და საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ დაგეგმილი აფეთქებების ორგანიზებაში. ნეთანიაჰუს თქმით, აღნიშნული ინცინდენტებს აქვთ მსგავსება გასულ თვეში ტაილანდსა და აზერბაიჯანში აღკვეთილ იერიშებთან, რომლებშიც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანი და ლიბანის ექსტრემისტული დაჯგუფება ჰიზბალაჰი დაადანაშაულა. ოფიციალური ინფორმაციით სულ მცირე ერთი პიროვნება დაშავდა მას შემდეგ, რაც ინდოეთის დედაქალაქის ქუჩაში მომხდარი აფეთქების სამიზნე გახდა ისრაელის საელჩოს კუთვნილი მანქანა. ამავე ცნობით საქართველოში, გაუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სამიზნე, როგორც ირკვევა, ასევე ისრაელის საელჩოს პერსონალი უნდა გამხდარიყო. ნაღმი აღმოჩნდა ისრაელის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის მანქანის ქვეშ. განაღმვა ოპერატიულად განხორციელდა. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG