Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში რადიკალი მუსლიმი გაათავისუფლეს


დიდი ბრიტანეთის ქალაქ ვუსტერში თავდებით გაათავისუფლეს აბუ კატადა - რადიკალი მუსლიმი სასულიერო მოღვაწე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო უსამა ბინ ლადენთან. გათავისუფლების პირობების თანახმად კატადა დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში სახლში უნდა იყოს; მას აკრძალული აქვს ინტერნეტითა და მობილური ტელეფონით სარგებლობა, ასევე ლოცვა და რაიმე სახის განცხადების გამოქვეყნება. კატადა 6 წლის განმავლობაში იყო დაკავებული - მას ადანაშაულებდნენ ექსტრემიზმისაკენ მოწოდებებში და ტერორისტული საქმიანობის აგიტაციაში, თუმცა ბრიტანეთის ტერიტორიაზე მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ. იორდანიაში კატანა დაუსწრებლად დაადანაშაულეს ტერორისტულ შეთქმულებაში და ლონდონს სურდა მისი იქ ექსტრადიცია, თუმცა ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ექსრადიცია აკრძალა, შიშობდა რა, რომ ისლამისტის წინააღმდეგ იქ წამებას გამოიყენებდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა პირობა დადო, რომ გადალახავს ამ წინააღმდეგობას და იორდანიისგან გარანტიას მიიღებს, რომ კატადას ჰუმანურად მოეპყრობიან.
XS
SM
MD
LG