Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ეხო მოსკვი” შიშობს, რომ სახელმწიფოს მასზე კონტროლის დამყარება სურს


რუსეთის რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” დამოუკიდებელი დირექტორი ევგენი იასინი ამბობს, რომ რადიოსადგურში დირექტორების ცვლა სახელმწიფოს მცდელობაა, კონტროლი დაამყაროს დამოუკიდებელ მედიაზე. მანამდე ცნობილმა ჟურნალისტმა ლეონიდ პარფიონოვმა განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭოს ცვლა პოლიტიკურად არის მოტივირებული. დღეს ”გაზპრომ-მედიამ” მოითხოვა ”ეხო მოსკვის” დირექტორთა საბჭოს ვადამდელი გადადგომა და დამოუკიდებელი დირექტორების გათავისუფლება. ამის შესახებ რადიოსადგურის მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიკტოვმა განაცხადა. ”გაზპრომ-მედია” ”ეხო მოსკვის” აქციების 66 პროცენტს ფლობს.
XS
SM
MD
LG