Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი საქართველო" პროამერიკულ კურსს არ იზიარებს


პარტია "თავისუფალი საქართველო" პროამერიკულ კურსს არ იზიარებს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილს წარმატებას უსურვებს. კახა კუკავას პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად ოპოზიციაში არსებობს ორი სტრატეგია – ერთი, რომ უნდა შეიცვალოს სააკაშვილის რეჟიმი და უცვლელი დარჩეს მისი პროამერიკული პოლიტიკური კურსის ძირითადი პრიორიტეტები და მეორე, უნდა შეიცვალოს სააკაშვილის რეჟიმი და მასთან ერთად ქვეყნის განვითარების პროამერიკული სტრატეგია. ”თავისუფალი საქართველო” მიიჩნევს, რომ ივანიშვილი-რესპუბლიკელები-ალასანიას კოალიცია ცდილობს დაუმტკიცოს ვაშინგტონს, რომ პროამერიკული კურსის გასატარებლად უფრო თანმიმდევრულიც კი იქნება, ვიდრე სააკაშვილი და სანაცვლოდ მოელის აშშ-ის მხარდაჭერას რეჟიმის შესაცვლელად. ”პატივისცემით და გაგებით ვეკიდებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, თუმცა კატეგორიულად არ ვიზიარებთ ქვეყნის ამერიკანიზაციის კურსს და მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის რეჟიმთან ერთად უნდა შეიცვალოს მისი პოლიტიკური კურსიც", - ნათქვამია ”თავისუფალი საქართველოს” განცხადებაში.
XS
SM
MD
LG