Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრესა: პოლიციამ საქართველოში კრიმინალისტები გაგზავნა


თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ავტომანქანის აფეთქების მცდელობის გამო ისრაელის პოლიციამ საქართველოში კრიმინალისტები გაგზავნა - ამის შესახებ დღეს იუწყება ისრაელის პრესა. დღესვე თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის საქმის გამოძიება სამართალდამცავებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოს შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის საელჩოს თანამშრომლის რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში 13 თებერვალს აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. სამინისტროს ცნობითვე, ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს.
XS
SM
MD
LG