Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე სამი პოლიციელი მოკლეს და ექვსი დაჭრეს


როგორც რუსეთიდან იუწყებიან, სამი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაიჭრა სროლაში, რომელიც სავარაუდოდ ისლამისტ ექსტრემისტებთან მოხდა, ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვრის გასწვრივ. „ინტერფაქსის“ თანახმად, სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ტყეში დაბანაკებულ ექსტრემისტების ჯგუფს მიაგნო. როგორც იუწყებიან, შემდეგ შემთხვევის ადგილზე მთავრობის ძალების დამატებითი კონტინგენტიც გაიგზავნა, ექსტრემისტების საპოვნელად. ორშაბათს ასევე გავრცელდა ცნობა, რომ პიატიგორსკში მანქანის აფეთქებას გავლენიანი მუფტი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG