Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში სერბები ეთნიკური ალბანელების მთავრობაზე რეფერენდუმს მართავენ


ჩრდილოეთ კოსოვოში სერბები რეფერენდუმს მართავენ იმის შესახებ, აღიარებენ თუ არა ამ ტერიტორიის ეთნიკურად ალბანურ მთავრობას, რომელიც პრიშტინაშია განთავსებული. ორდღიანი რეფერენდუმის შედეგი ცნობილი 19 თებერვალს გახდება. ევროკავშირი, დასავლეთის სხვა ქვეყნები და სერბია ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებდნენ არ გაემართათ ეს რეფერენდუმი. სერბიის პრეზიდენტის, ბორის ტადიჩის ცნობით, რეფერენდუმი არ დაეხმარება დიალოგს ბელგრადსა და პრიშტინას შორის. სერბიას ევროკავშირში სურს გაწევრიანება - ბრიუსელს კი უნდა, ბელგრადმა გააუმჯობესოს კავშირები კოსოვოს ალბანელების მთავრობასთან. კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა ოთხი წლის წინ გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლობა დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ აღიარა - მაგრამ ბელგრადი, კოსოვოელი სერბები და რუსეთი მას არ სცნობენ. ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბიასთან საზღვართან 40,000-მდე სერბი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG