Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი რუსეთს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის გაგრძელებაში ადანაშაულებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის გაგრძელებაში ადანაშაულებს რუსეთს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე ე.წ. ოსური ბატალიონის შექმნას გეგმავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ფაქტობრივად, გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზად, მოსახლეობა კი ან მას ემსახურება, ან რუსეთის საოკუპაციო ძალებში მსახურობს - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების დამატებითი დაფინანსება ხდება იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები რუსეთში სამხედრო, მათ შორის ბირთვულ, ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის ავარიების შესახებ, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის თავად რუსეთის მოსახლეობას, მეზობელ ქვეყნებსა და მთლიანად მსოფლიოს.
XS
SM
MD
LG