Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასის ციხეში ხანძარს სულ მცირე 200 ადამიანი შეწირა


ჰონდურასის ოფიციალური პირების ცნობით, ერთ-ერთ ციხეში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი სამშაბათს გვიან ღამით გაჩნდა ქალაქ კომაიაგუას ციხეში - ეს ქალაქი დაახლოებით 75 კილომეტრით არის დაშორებული დედაქალაქ ტეგუსიგალპას. ათობით პირი საავადმყოფოებში მკურნალობს დამწვრობას. როგორც იუწყებიან, რამდენიმე ადამიანი ხანძარს სახურავიდან გადმოხტომით გადაურჩა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს - ელექტრომოწყობილობის გაუმართაობა და პატიმრების მიერ მისი განზრახ გაჩენა.
XS
SM
MD
LG