Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთში ოპიუმით ვაჭრობა ძლიერდება


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი აცხადებს, რომ მსოფლიო ვერ ახერხებს ნარკოტიკებით ვაჭრობის აღმოფხვრას ავღანეთში - სადაც გასულ წელს ოპიუმის წარმოება 61 პროცენტით გაიზარდა. როგორც ვენაში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, ავღანეთისთვის ნარკოტიკების ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 2.4 მილიარდ დოლარს უტოლდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 15 პროცენტს შეადგენს. ავღანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის მინისტრი, ზარარ აჰმად მუყბელ ოსმანი აცხადებს, რომ ოპიუმის კულტივაცია და ნარკოტიკების წარმოება მაშინ აღმოიფხვრება, როცა ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ გაუმჯობესდება ვითარება.
XS
SM
MD
LG