Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთისა და პაკისტანის ლიდერები მხარს უჭერენ თალიბებთან მოლაპარაკებას


პაკისტანის პრეზიდენტმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ”თალიბანთან” შერიგების მცდელობას. ხუთშაბათს ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ისლამაბადში პაკისტანის ლიდერებს შეხვდა. პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კვლავაც მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს ავღანეთში. კარზაიმ განაცხადა, რომ ასეთი მხარდაჭერა ”უმნიშვნელოვანესია პროცესის წარმატებისთვის”. ცნობილია, რომ ისლამაბადში გაემგზავრა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ის პაკისტანისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან ერთად სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტები იმსჯელებენ ტერორიზმის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, სასაზღვრო და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ.
XS
SM
MD
LG