Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: „ყველა პრობლემის“ უკან უცხოეთის ჩარევა დგას


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, პარასკევს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის რეგიონის ”ყველა პრობლემა” უცხოელების ჩარევის შედეგია. აჰმადინეჟადი ისლამაბადში იმყოფება, სადაც ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების სამიტი მიმდინარეობს. აჰმადინეჟადის განცხადებით, იმისათვის, რომ უცხო ქვეყნების მთავრობებმა თავიანთ ”მიზნებსა და ამბიციებს” მიაღწიონ, ”მათ არ აძლევენ რეგიონის ქვეყნებს განვითარების საშუალებას”. აჰმადინეჟადს არ დაუზუსტებია, რომელ უცხო ქვეყნებს გულისხმობდა. მის ამ განცხადებას გაეროს, ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხრიდან ირანის მიმართ სანქციების მთელი წყების დაწესება უძღოდა. სანქციების მიზეზი ირანის ბირთული პროგრამაა, რომელის მიღმა, ირანის მტკიცების მიუხედავად, რომ ის სამშვიდობო მიზნებს ემსახურება, დასავლეთი ეჭვობს, რომ ბირთვული იარაღის შექმნისკენ სწრაფვაა.
XS
SM
MD
LG