Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტთან ”საყვირების” აქცია გაიმართა


არასამთავრობოებისა და მედიაორგანიზაციების მიერ დაწყებული კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს ”საყვირების” აქცია გამართეს საქართველოს პარლამენტთან. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი პარლამენტს შეახსენებენ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ბუნდოვანი მუხლები ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას აძლევს. დღესვე პარლამენტს წარედგინა პეტიცია, რომლის ხელმომწერები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონსა და საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შარშან განხორციელებულ ცვლილებებს კონსტიტუციით გარანტირებული რამდენიმე უფლების დარღვევად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა საარჩევნო გარემო. მოქმედი კანონმდებლობის ზოგიერთი მუხლის შესაცვლელად დღეს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიც, რომელიც მოამზადეს კოალიციამ - ”არჩევანის თავისუფლებისთვის”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”. კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით აქციები მომავალი კვირიდან გაიმართება საქართველოს დიდ ქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG