Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში ადამიანებს, შესაძლოა, სპეცსამსახურის თანამშრომლები იტაცებდნენ


ინგუშეთში ადამიანების გატაცებასთან, შესაძლოა, სპეცსამსახურების თანამშრომლებს ჰქონდეთ კავშირი, - აცხადებს ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელიც მოხსენებით გამოვიდა ნაზრანში გამართულ არასამთავრობო ორგანიზაციების პირველ ფორუმზე. მისი თქმით, შარშან ინგუშეთში რვა კაცი მოიტაცეს, მათგან ხუთ შემთხვევაში არსებობს ძალოვანი სტრუქტურების კვალი. ევკუროვმა აღნიშნა, რომ დანაშაულის საერთო სტატისტიკის შემცირების ფონზე, 2011 წელს ინგუშეთში მოიმატა ადამიანების გატაცების ფაქტებმა. ნაზრანში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე ლუდმილა ალექსეევა.
XS
SM
MD
LG