მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემენ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის ცერემონიას. პანაშვიდი ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარის იმ ბაპტისტურ ეკლესიაში მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი ბავშვობის დროს გუნდში გალობდა. პარაკლისზე დასასწრებად დაახლოებით 1500 ადამიანს დაეგზავნა მოსაწვევი. მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სასულიერო პირები. ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ კოსტნერი, რომელმაც უიტნი ჰიუსტონთან ერთად მთავარი როლი ითამაშა 1993 წელს გადაღებულ ბლოკბასტერში „პირად მცველში“, მომღერალს ასეთი სიტყვებით გამოეთხოვა. „როცა ანგელოზთა ჯარით გარშემორტყმული, შენი ზეციერი მამის წინაშე იმღერებ, ნუ აღელდები. შენ იქაც კარგი იქნები.“ უიტნი ჰიუსტონი11 თებერვალს კალიფორნიაში გარდაიცვალა, გრემის დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე. მომღერალი 48 წლისა იყო. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ხოლო აუტოფსიის დასკვნა ოფიციალურად 8 კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.
ყველაზე პოპულარული
1