Accessibility links

პაკისტანში თავდასხმას 8 ადამიანი შეეწირა


პაკისტანის მთავრობის მომხრე სახალხო ლაშქრის 8 წევრი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად, ხაიბერის უკონტროლო რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარ თავდასხმაში ექსტრემისტული ორგანიზაცია ლაშქარ ე-ისლამი დაადანაშაულა. რეგიონის მოხელის ხალიდ მუმთზის თქმით, ბომბი დამონტაჟებული იყო მეამბოხეების მიერ მიტოვებულ ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან, რომელიც სახალხო ლაშქრის წევრებმა დაიკავეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG