Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ტერაქტს დიდი მსხვერპლი მოჰყვა


უკანასკნელი მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა ბაღდადის აღმოსავლეთით მომხდარი აფეთქების შედეგად. დახოცილთა და დაშავებულთა შორის პოლიციელები და ახალწვეულები არიან. დანაღმული ავტომანქანის საჭესთან მჯდომმა თვითმკვლელმა, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის აკადემიის შენობიდან გამომავალი ადამიანების ჯგუფთან მიახლოვებისას ააფეთქა. პასუხისმგებლობა იერიშზე ჯერჯერობით არავის აუღია.
XS
SM
MD
LG