Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ გაეროს ექსპერტების ვიზიტი არ ითვალისწინებს ინსპექციას


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაეროს ექსპერტები, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ირანში, არ აპირებენ ბირთვული ობიექტების შემოწმებას. საგარეო უწყების პრესმდივნის განმარტებით, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მხოლოდ მოლაპარაკებებს გამართავენ ირანელ ოფიციალურ პირებთან. მოლაპარაკებების მიზნად სახელდება ირანსა და ატომური ენერგეტიკის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გააქტიურება. ექსპერტების ორდღიანი ვიზიტი გუშინ დაიწყო. მის ფონს ქმნის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაძაბულობის გამწვავება. ატომური ენერგეატიკის საერთაშორისო სააგენტომ ნოემბერში განაცხადა, რომ ირანს ჩატარებული აქვს გამოცდები, რომლებიც შესაძლოა, ემსახურებოდა ბირთვული იარაღის დამზადებას. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG