Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ინტერპოლს მუშარაფის დაპატიმრების თხოვნით მიმართავს


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ რეჰმან მალიკის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება აუცილებლად მიმართავს ინტერპოლს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და სამხედრო ძალების სარდლის გენერალ ფერვეზ მუშარაფის დაპატიმრების თხოვნით. პაკისტანის ყოფილ ლიდერს კავშირი აქვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს პოლიტიკურ მკვლელობასთან. სამშაბათს კარაჩიში სიტყვით გამოსვლისას, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მუშარაფი იმაში დაადანაშაულა, რომ მან სათანადოდ არ უზრუნველყო ბენაზირ ბჰუტოს უსაფრთხოება, 2007 წლის 27 დეკემბერს, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეიარაღებული თავდასხმისა და ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
XS
SM
MD
LG