Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომეხი დეპუტატები ერევნის პარკში ჯიხურების მშენებლობას აპროტესტებენ


საპარლამენტო ფრაქცია „მემკვიდრეობის“ წევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მთავრობის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ერევნის ცენტრში მაშტოცის პარკში სავაჭრო ჯიხურების ჩადგმას ითვალისწინებს. მანამდე 12 დღის განმავლობაში ჯიხურების მშენებლობას აპროტესტებდნენ გარემოს დამცველები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც გაარღვიეს პოლიციის კორდონები, რითაც ხელი შეუშალეს კონსტრუქციების მშენებლობას. აქტივისტები აცხადებენ, რომ ჯიხურების ჩადგმა უკანონოა დი იგი ერევნის მწვანე ზოლის შემდგომ განადგურებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG