Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა


კიდევ სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ, თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე ბატალიონის ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. მათი დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ”ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინ ვიყავი მათთან ერთად და საკუთარი თვალით ვნახე როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ მეტად სარისკო დავალებებს” - ნათქვამია პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს ჩართვიდან თითქმის 3 წლის განმავლობაში შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG