Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევმა ალექსანდრ ანქვაბს მხარდაჭერა გამოუცხადა

რუსეთის პრეზიდენტი მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტს დღეს ტელეფონით ესაუბრა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მედვედევმა ანქვაბს მხარდაჭერა გამოუცხადა და თავდასხმის გამოძიებაში რუსეთის დახმარება შესთავაზა. ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმა აფხაზეთში, მარტში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
​
XS
SM
MD
LG