დღეს თბილისში გაიმართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში სელესტე ვალანდერთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და აშშ-ის ელჩი ჯონ ბასიც დაესწრნენ, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ადმინისტრაციის ცნობითვე, ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, სელესტე ვალანდერმა და ჯონ ბასმა აშშ-ის მთავრობის სახელით მიხეილ სააკაშვილს სამძიმარი გამოუცხადეს.
ყველაზე პოპულარული
1