Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა ყურანის დაწვით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს


ავღანეთში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი მოკლეს ყურანის დაწვით გამოწვეულ საპროტესტო აქციებზე, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს ავღანელმა პოლიციელებმა. ავღანეთის შინააგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ შვიდი ადამიანი შეიწირა დემონსტრანტებთან ავღანელი სამართალდამცველების შეტაკებებმა. სამინისტროს ინფორმაციით, თითო-თითო დემონსტრანტი დაიღუპა ქაბულში, ჯალალაბადსა და ლოგარის პროვინციაში, სადაც საპროტესტო აქციების მონაწილეები თავს დაესხნენ უცხელთა სამხედრო ბაზებს, პოლიციელების პოზიციებსა და ავღანეთის მთავრობის შენობებს. სამინისტრო აცხადებს, რომ ოთხი ადამიანი იქნა მოკლული ფარვანის პროვინციაში გამართული აქციის დროს. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ფარვანის პროვინციის მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ექვსი დემონსტრანტი მოკლეს ოთხშაბათს - ამ რეგიონში საპროტესტო აქციების მეორე დღეს. ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, რომლითაც უცხოელი სამხედროები სარგებლობენ, ორშაბათს დაწვეს ყურანები, რაც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაუდევრობით მოხდა და რის გამოც საერთაშორისო ჯარების სარდალმა სამშაბათს ბოდიში მოიხადა.
XS
SM
MD
LG