Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთისა და ჩინეთის კომპანიებმა მრავალმილიონიანი კონტრაქტები გააფორმეს


თურქეთში ჩინეთის ვიცეპრეზიდენტ სი ძინპინის ვიზიტისას, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად. თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ზაფერ ჩაგლაიანის განცხადებით, თურქეთისა და ჩინეთის კომპანიებმა ოთხშაბათს სტამბულში გააფორმეს 1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები, ხოლო წინა დღეს ანკარაში ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სოფლის მეურნეობის, საფინანსო და საბანკო სექტორებში თანამშრომლობის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 2010 წელს 19,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ვარაუდით, 2020 წლამდე ეს მაჩვენებელი შესაძლოა,100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG