ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ესწრაფვის ატომური იარაღის შექმნას. აიათოლამ იქვე თქვა, რომ მისი ქვეყანა ცდილობს, დაარღვიოს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების ბატონობა: „ჩვენ არ გვსურს ბირთვული იარაღის მოპოვება, არ ვეძებთ ძალას ბირთვულ იარაღში და შეგვიძლია, გავანადგუროთ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია ბირთვულ იარაღზე და, ღვთის ნებით, ჩვენი ქვეყანა ამას გააკეთებს“, განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ყველაზე პოპულარული
1