Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქების შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი


ბაღდადის ცენტრში დღეს აფეთქება მოხდა. დაიღუპა 8 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, უმეტესად შიიტებით დასახლებულ კარადაჰის რაიონში აფეთქდა დანაღმული მანქანა. ”ასოშიეიტედ პრესმა” გაავრცელა ვიდეო-კადრები, რომელზეც ჩანს როგორ ტოვებენ დასისხლიანებული ადამიანები აფეთქების ადგილს. აფეთქების წინა დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ალ-ყაიდა კვლავაც გეგმავს ”სიკვდილის სამკუთხედად” ცნობილ, ბაღდადის სამხრეთით მდებარე არეალში აფეთქებებს. ალ-მალიკის განცხადებით, დაზვერვის თანახმად, ალ-ყაიდა აღნიშნული ტერიტორიის ”ტერორიზმის ბუნაგად” და რელიგიათა შორის შუღლის არეალად ქცევას გეგმავს.
XS
SM
MD
LG