მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი მსვლელობა დაიწყო. დემონსტრანტები ”ლუჟნიკის” სტადიონისკენ მიემართებიან. იქ მიტინგი გაიმართება. აქციის მონაწილეთა გამოცხადებული რაოდენობა 100 ათასი ადამიანია. დილით მოსკოვში სვერდლოვის ოლქიდან ჩავიდა მატარებელი, რომლითაც პუტინის მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობისთვის 700-მდე მუშა ჩაიყვანეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მგზავრები აქციის ადგილისკენ საგანგებო ავტობუსებით გაამგზავრეს. დღესვე მოსკოვში აქციას გამართავენ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების - გენადი ზიუგანოვისა და ვლადიმირ ჟირინოვსკის მხარდამჭერებიც.
ყველაზე პოპულარული
1