Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თავდასხმებმა 50-მდე ადამიანი შეიწირა


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, 50-მდე ადამიანი შეიწირა ძალადობამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაჭრილია ათობით ადამიანი. ამ, როგორც ჩანს, კოორდინირებული თავდასხმების უმეტესობა მოეწყო ბაღდადში, საიდანაც ხუთშაბათს დილით იუწყებოდნენ სულ ცოტა ექვსი ინციდენტის შესახებ. ძალადობის ფონია დაძაბულობა ერაყში შიიტების ხელმძვანელობით მოქმედ მთავრობასა და სუნიტური უმცირესობის წარმომადგენლებს შორის. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გასცა ყველაზე მაღალი რანგის სუნიტი პოლიტიკოსის, ვიცე-პრეზიდენტ ტარიკ ალ-ჰაშიმის დაპატიმრების ორდერი. მას ბრალად სდებენ შეიარაღებული ჯგუფების ხელმძღვანელობას. ერაყი გასული წლის მიწურულს დატოვეს აშშ-ის საბრძოლო შენაერთებმა.
XS
SM
MD
LG