რუსეთის პრეზიდენტის აზრით, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები მეხსიერებაში უნდა დარჩეს. დმიტრი მედვედევი დღეს კინო-სატელევიზიო კომპლექს ”გლავკინოში” შეხვდა 2008 წლის სამხედრო ოპერაციის მონაწილეებსა და 8 აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის შემქმნელებს და მსახიობებს. მედვედევმა მათ განუცხადა, რომ 2008 წლის მოვლენების გახსენება აუცილებელია, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში, პასუხი ისეთივე მტკიცე, ეფექტური და საკმარისი იყოს.
ყველაზე პოპულარული
1