ავსტრალიის საგარაო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კევინ რადმა, რომელმაც პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა, განაცხადა, რომ კონკურენციას გაუწევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯულია გილარდს მმართველი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნებზე. რადმა პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ პარტიას ამომრჩევლის ნდობის აღდგენა სჭირდება, რომელიც ამჟამინდელმა პრემიერმა გაფლანგა. მანამდე ანალოგიური განცხადებებით გამოდიოდა ჯულია გილარდი, რომელომაც 2010 წელს მთავრობის მეთაურის პოსტზერ კევინ რადი შეცვალა.