Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში ”სირიის მეგობართა ჯგუფი” იკრიბება


ტუნისში დღეს ”სირიის მეგობართა ჯგუფი” იმსჯელებს ამ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის გადაჭრის გზებზე. შეხვედრა არაბული სახელმწიფოების ლიგის ინიციატივით ტარდება, რომელიც ცდილობს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აიძულოს შეწყვიტოს რეპრესიები ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ. კონფერენციაში 70-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას - მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და თურქეთი. რუსეთმა და ჩინეთში კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს - ისინი მიუღებლად მიიჩნევენ დამასკისათვის სანქციების დაწესებას. სირიელი უფლებადამცველების ცნობით მხოლოდ გუშინ შეტაკებების შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG