Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდამ იკისრა პასუხისმგებლობა ერაყში მოწყობილ თავდასხმებზე


ალ-ყაიდის ექსტრემისტებმა პასუხისმგებლობა იკისრეს ძალადობის აქტებზე ერაყში, სადაც გუშინ, სულ ცოტა, 60 ადამიანი დაიღუპა. ერაყში მოქმედი ალ-ყაიდა, რომელიც თავს უწოდებს „ერაყის ისლამურ სახელმწიფოს“, აცხადებს, რომ თავდასხმები მიმართული იყო უშიშროების ძალებისა და მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების წინააღმდეგ და განხორციელდა შურისძიების მიზნით ერაყის ციხეებში „სუნიტი მამაკაცებისა და ქალების განადგურებისა და წამების კამპანიის“ გამო. სუნიტების ხელმძღვანელობით მოქმედი ალ-ყაიდა უპირისპირდება ერაყის მთავრობას, რომელშიც წამყვან როლს შიიტები ასრულებენ.
XS
SM
MD
LG