Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 32:7 დაამარცხა პორტუგალიის გუნდი


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა ერთა თასის გათამაშების რიგით მეორე შეხვედრაში. მან შაბათს, თბილისში ანგარიშით 32:7 დაამარცხა პორტუგალიის ეროვნული გუნდი. ქართველმა სპორტსმენებმა მოწინააღმდეგეს გაუტანეს ოთხი ლელო, რის გამოც დამატებითი ქულაც მოიპოვეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა დადებითად შეაფასა მატჩი. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა დადებითი შედეგებით. მისივე თქმით, მომავალ შეხვედრებშიც გაგრძელდება ექსპერიმენტები და მოთამაშეების გამოცდა სხვადასხვა პოზიციაზე, ისევე როგორც ახალი მოთამაშეების მოსინჯვა.საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას გამართავს ორ კვირაში რუმინეთში, ამ ქვეყნის ნაკრებთან.
XS
SM
MD
LG