Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ეძებენ პოლიციელს ორი ამერიკელის მკვლელობასთან დაკავშირებით


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, პოლიცია ეძებს ავღანეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ეჭვმიტანილია ორი ამერიკელი ოფიცრის მკვლელობაში. ამერიკელები, რომლებიც ნატოს კოალიციის პერსონალს მიეკუთვნებოდნენ, შაბათს მოკლეს ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. კვირას ავღანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი - პოლიციელი, რომელიც სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა - ინციდენტის შემდეგ გაუჩინარდა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC კონტრტერორიზმის უწყებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილია 25 წლის აბდულ საბური. ორი ამერიკელის მკვლელობას მოჰყვა ნატოს განცხადება, რომ გაჰყავს მთელი თავისი პერსონალი ავღანეთის სამინისტროებიდან. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა მკვლელობაზე, როგორც, მისივე განცხადებით, ზომაზე ყურანის დაწვის საპასუხოდ. ნატოს ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ორშაბათს დაწვეს ყურანები, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ავღანეთის ბევრ რეგიონში.
XS
SM
MD
LG