Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ეძებენ ციხიდან გაქცეულ ხუთ პატიმარს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეძებენ ხუთ პატიმარს, რომლებიც გუშინ საღამოს გაიქცნენ ცხინვალში მდებარე კოლონიიდან. საინფორმაციო სააგენტო „რესი“ დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ თამაზ დოგუზოვისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხუთივე გაქცეული პატიმარი გასამართლებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის, კერძოდ ყაჩაღობისათვის. დოგუზოვის თქმით, შესაბამის ორგანოებს მოუწევთ იმის დადგენა, თუ როგორ შეძლეს პატიმრებმა ციხიდან გაქცევა.
XS
SM
MD
LG