Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ჩატარდა რეფერენდუმი დაპირისპირების მიუხედავად


სირიის მთავრობამ კვირას ჩაატარა რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის შესახებ მიუხედავად ძალადობისა, რომელმაც მარტო დღეს 30-მდე ადამიანი შეიწირა. ქალაქ ჰომსში ისმოდა აფეთქებების ხმა მეამბოხეების მიერ გაკონტროლებული ბაბა ამრის რაიონის დაბომბვის გამო. ქლაქი ჰამა სამ კვირაზე მეტია, ალყაში ჰყავთ მოქცეული მთავრობის ჯარებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესმდივან კარლა ჰადადის განცხადებით, სირიის ხელისუფლებას ჯერაც არ გაუცია პასუხი ცეცხლის შეწყვეტის თხოვნაზე. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს, რადგან მას ფარსად მიიჩნევს და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომას მოითხოვს. კვირას გამართულ კენჭისყრას აკრიტიკებენ უცხოეთის ბევრი ქვეყნის მთავრობებიც. თეორიულად, რეფერენდუმი ემსახურება ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციას. მაგალითად, ბოლო უნდა მოეღოს მრავალწლიან ერთპარტიულ მმართველობას სირიაში.
XS
SM
MD
LG