Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ადასტურებს იარაღის მიყიდვაზე აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას


კვირას ისრაელის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისრაელის სახელმწიფო კომპანია ”აეროსპეის ინდასტრის”-მა აზერბაიჯანთან გააფორმა კონტრაქტი მილიარდ ექვსას მილიონ დოლარად უპილოტო თვითმფრინავების, ანტისაავიაციო და ანტისარაკეტო სისტემების მიყიდვაზე. ისრაელის თავდაცვის უწყების ანონიმმა წარმომადგენელმა აგრეთვე განაცხადა, რომ ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული დროის მანძილზე და ის არ უკავშირდება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განვითარებას, ან ირანელი აგენტების მიერ ბოლო დროს ისრაელელ დიპლომატებზე თავდასხმებსა და თავდასხმის მცდელობას ინდოეთში, ტაილანდში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თებერვლის დასაწყისში ბაქო დაადანაშაულა იმაში, რომ ის ისრაელის აგენტურულ ქსელ ”მოსადს” აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედების საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG